ფოთში, ბოლო 24 საათში COVID-19 -ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, კორონა ვირუსზე გამოკვლევა 126 სიმპტომურ პაციენტს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი, არცერთს დაუფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 6 038 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 593, გარდაცვლილი -71. აქტიური პაციენტია 36, მათ შორის სტაციონარშია 20 , კარანტინში 1, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 15.
თვითიზოლაციაზეა 32 კონტაქტირებული პირი. მათ შორის ახალი შემთხვევის კონტაქტი არ არის.

ევექსის ფოთის ჰოსპიტალში 11 პაციენტია მოთავსებული.

კომენტარები
იტვირთება...