ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შეფასებით, მამაკაცს თავისა და მუცლის ტრავმა, ხოლო ქალებს, ზედაპირული დაბეჟილობები და მცირე ნაკაწრი ჭრილობები აღენიშნებათ.

შემთხვევა ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალსა და მამაკაცს დაეჯახა , შემდეგ კი შენობას შეასკდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა.
,,ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას დახვდა რამდენიმე დაშავებული ადამიანი, რის გამოც დამატებით, მეორე ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.შედარებით მძიმეა ქვეითად მოსიარულე მამაკაცის მდგომარეობა, მას ტრავმები მიღებული აქვს თავისა და მუცლის არეში. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულე ქალსა და მანქანაში მყოფ ორსულ ქალბატონს , მათ აღენიშნებათ მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები , თუმცა ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია . სამივე დაშავებული გადაყვანილია სენაკში , კლინიკა ,,სენამედში“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად