ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

ნაბადის უბანში, მსუბუქი ავტომანქანა ელექტრო ბოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.

მანქანის მძღოლი და დაშავებულუ მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

“გამოიძახეს ორი სასწრაფო ბრიგადა. ადგილზე მისვლისთანავე დაშავებულებს გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ფოთის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, მეორესი კი სტაბილური”.- აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერი, კესო გელენიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...