ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

შემთხვევა მალთაყვის უბანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ „აიპრესთან“ განაცხადა, როდესაც სასრაფო სამედიცინო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მივიდა, მანქანაში მყოფი 20 – 25 წლის ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად