ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი დაშავდა

ფოთში , ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 დლამდე ქალი დაშავდა. ავარია კოსტავასა და ლოლუას ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ,,ტოიოტას“ და ,,BMW-“ს მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

დაშავებული, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სენაკის კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა.

“შემთხვევის ადგილზე მისულ სასრაფოს ბრიგადას დახვდა 60 წლამდე დაზარალებული ქალი. მას აღენიშნება ზედაპირული ტრავმა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა. გადაყვანილია სენაკის კლინიკა “სენამედში” -განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად