ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ავარია „კოკაის ხეივანში“ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და ,,ჰონდას” მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

„ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგხვდა” – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მირიგე ექიმმა ლალი დემანიამ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად