ფოთში, ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავადა

ფოთში, ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავადა. შემთხვევა, „კოკაის ხეივანში“ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. დაშავებული მძღოლი, სასრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

დაზიანებული მანქანიდან საწვავი იღვრება, სამართალდამცველები გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს გულმკერდის ტრავმა და თავზე ჭრილობა აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე მობილუზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადა სა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად