ფოთში, ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ, აღმაშენებლის ხიდზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოპედი, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შედეგად დაშავდა პირი, რომელიც მოპედს მართავდა. ის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სენაკში კლინიკა ,,არქიმედეში“ გადაიყვანა. ,
,დაშავებულს მძიმე დაზიანებები არა აღენიშება, იტკიებს მარცხენა მხარს . სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში აქვს. რადგან დაჯახება მოხდა , ამიტომ არის პაციენტზე ყურადღება მისაქცევი. გადაგვყავს კლინიკა ,,არქიმედეში“, სადაც საჭირო კვლევა ჩაუტარდება,“- განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ლუარა ჯახიამ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.