ფოთში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი არჩევანი“ აქციას მართავს

სამოქალაქო აქტივისტები, „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადმინისტრაციული შენბის წინ არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნაა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტ-პატიმრების გათავისუფლება. აქციის მონაწილეები, ფოთის შემდეგ, ბათუმში მიემგზავრებიან.

“არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი არჩევანი“ აგრძელებს უპრეცედენტო საპროტესტო აქციების ციკლს, სახელწოდებით – „თავისუფლების მარში“. ჩვენ უკვე მოვიარეთ აღმოსავლეთ საქართველო, გავმართეთ უმწვავესი აქციები ყველა ქალაქში და დღეიდან იგივეს ვიმეორებთ დასავლეთ საქართველოში. შემოვივლით ყველა ქალაქს დასავლეთ საქართველოში, ყველგან გავმართავთ საპროტესტო აქციებს, გავამხნევებთ და გამოვაფხიზლებთ ჩვენს თანამემამულეებს რეგიონებში, იმიტომ რომ ასე ცხოვრების გაგრძელება, აი ამ ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს სიკვდილს ნიშნავს. „თავისუფლების მარში“ ეძღვნება პოლიტ-პატიმრებს, რომლებიც ზიან ციხეში და რომლებსაც ადამიანით ვაჭრობის სახით იყენებს ეს ხელისუფლება. ჩვენ ვითხოვთ დაუყონებლივ შესრულდეს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება და პოლიტ-პატიმრებმა დატოვონ საპყრობილეები. ვითხოვთ ამას იმიტომ, რომ არ არსებობს დემოკრატია პოლიტ-პატიმრების პირობებში. ჩვენ თუ გვინდა წარმატებული, შემდგარი სახელმწიფო, უპირობოდ უნდა შევქმნათ დემოკრატიული გარემო, პოლიტ-პატიმრების გარეშე“, – განაცხადა არასამთავრობო ორგარნიზაცია „დაიცავი არჩევანის“ წარმომადგენელმა დავით ნებიერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად