ფოთში, აქციის ორგანიზატორებმა გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

აქცია „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერის“ ორგანიზატორებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით მსგავსი სახის დიალოგი 13 წლის მანძილზე არაერთხელ ჩატარებულა, თუმცა მოსახლეობა ისევ იწამლება. მათ, არსებული პრობლემის მოგვარებამდე, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების დახურვა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზატორების თქმით, ქალაქში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ფოთში, თევზის სუნთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩამოვიდა. შეხვედრა მერიის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად