ფოთში აქციის ორგანიზატორები შეთანხმების დარღვევის გამო, ხვალიდან ქალაქის ბლოკირებით იმუქრებიან

ფოთში, საპროტესტო აქციის „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ ორგანიზატორები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს არ შეუწყვეტიათ მუშაობა და ამით შეთანხმება დაირღვა. ისინი ხვალიდან საპოტესტო აქციების განახლებას და ქალაქის სრულ ბლოკირებას აანონსებენ.

„დღეს გუბერნატორის მოადგილეს შევხვდით და შევთანხმდით, რომ დღეიდან ქარხნები გაჩერდებოდნენ, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად ხვალ ჩამოვიდოდნენ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, მაგრამ მივიღეთ მორიგი სიცრუე. ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ რეიდი მოგვეწყო და ქარხნები შევამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. დავუკავშირდით მერის პირველ მოადგილეს, რომელმაც გვიპასუხა, რომ ქარხნები ბუნკერში დარჩენილ თევზს ამუშავებენ, ამ დროს დამატებით მოვიდა თევზით დატვირთული ორი კონტეინერი. პირდაპირ ვიტყვი, მთავრობა გვყავს , რომელსაც ფეხებზე ვკიდივართ, თბილისში ამ ყველაფერს ხედავენ, მაგრამ ვფიქრობ კლანურ მმართველობასთან გვაქვს საქმე. ხვალ განვაახლებთ აქციებს და მოვითხოვთ, მერია დაიცალოს მთლიანად. წურბელებივით გვაზიან კისერზე, ჩვენგან იღებენ ხელფასს, ჩვენ ავირჩიეთ, ჩვენ მივეცით მანდატი და კეთილი უნდა ენებათ, ეს ყვეელაფრი მოეგვარებინათ. ხვალ კატეგორიულად უფრო მკაცრები ვიქნებით ვიდრე დღეს და აწი რაც მოხდება, ამაზე პირდაპირ გუბერნატორის მოადგილე იქნება პასუხისმგებელი, რადგან მოგვატყუა. მოხდება ქალაქის ბლოკირება. კანონი არ კანონობს ამ ქალაქში და ჩენ სხვა გზები უნდა ვეძებოთ“_ განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვოვა ამბალიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ადგილობრივებმა ქალაქში ქაფშიის სეზონის დროს არსებული თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს, რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან იფრქვევა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადკეტეს. სამეგრელო-ზემო სვანეთი გუბერნატორი მათ შეჰპირდა, რომ ქახნები პრობლემის მოგვარებამდე მუშაობას შეწყვეტდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად