ფოთში, აქციის მონაწილეებმა, ფოთის რაიონილ პროკურატურასთან გადაინაცვლეს

ფოთში, აქციის მონაწილეებმა, ფოთის რაიონილ პროკურატურასთან გადაინაცვლეს, მათ პოლიციამ, შენობის კარებზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო ორგანიზააცის თამჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ ბოქლომი პროკურატორის ეზოში შეაგდო.

“დღეს ვერ შევძელით ვერცერთი შენობის დაბოქლომება, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ეს პროცესი გაგრძელდება, აქციებს არ შევწყვეტთ და საწადელ მიზანს მივაღწევთ”- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად