ფოთში აფეთქების დროს გარდაცვლილი და ერთ-ერთი დაშავებული პირი მეზობლები იყვნენ

ფოთში ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებული ირაკლი ხუხილავა, რომელიც ქალაქის კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებს მკურნალობას. დაშავებულის ახლობლის, დავით ბასიალაიას თქმით მას ჯამრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და ოჯახმა მისი ქუთაისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

"ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამიტომ მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ. მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა და როგორც ვიცით, დაახლოებით ერთი კვირა კლინიკაში დარჩება,“- აღნიშნა დავით ბასილაიამ. 

როგორც გაირკვა, ფოთში აფეთქების დროს გარდაცვლილი რომან სიჭინავა და ერთ-ერთი დაშავებული პირი გოგა სიგუა მეზობლები იყვნენ. ის ამჯერად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ოჯახის ახლობლები მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტსა და დაპირისპირებას გამორიცხავენ. 

თუ ვის ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა ამაზე ვერ საუბრობენ.

"რომანი და გოგა მეზობლები იყვნენ.ერთად გაიზარდნენ. მათ შორის კონფლიქტი არასოდეს მომხდარა. ვის ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და რა მოხდა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. გოგა მშრომელი და პატიოსანი ბიჭია. ის ოჯახს არაფერს აკლებდა.ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი,“- განუცხადა ჟურნალისტებს გოგა სიგუას ახლობელმა. 

ფოთში გვიან ღამით უბედური შემთხვევა მოხდა. ნაბადის უბანში 41 წლის მამაკაცს სავარაუდოდ ხელყუმბარა აუეთქდა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები
იტვირთება...