ფოთში, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ტვირთი, რომელიც ნავსადგურის ტერიტორიაზე იცლება, გარემოს აბინძურებს და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეები მერიისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

„საშინელი ტვირთი შემოაქვთ , ვიწამლებით, ბავშვები ცუდად არიან . ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი აქვს. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია , ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ,“- განაცხადა აქციის მონაწილემ ნონა შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...