ფოთში 8 აგვისტოს დაღუპულ გმირთა მემორიალთან ოკუპაცია გააპროტესტეს

ფოთში, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ და საზოგადოების წარმომადგენლებმა, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა და რუსთაველის გამზირზე განითარებული მოვლენები გააპროტესტეს. აქცია სიმბოლურად 8 აგვისტოს დაღუპულ გმირთა მემორიალთან გაიმართა.
“მარაზმია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოდის რუსი დეპუტატი და პარლამეტში სიტყვით გამოდის, სახელმწიფო კი ამას მარტივად ეგუება , მაგრამ ახალგაზრდები არ მივცემთ იმის საშუალებას ხელისუფლებას, რომ რეაგირება არ მოახდინოს. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამის ფონზე სახელმწიფო ბედავს, რომ რუსული ნარატივი გაავრცელოს ესე აშკარად , სამარცხვინოა და ამას არ დავთმობთ,“- განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ ხელმძღვანელმა მალხაზ გაბისონიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად