ფოთში, 70 წლამდე მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, ნაჯახით დაჭრა

ფოთში, 70 წლამდე მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, დაშავებულს ჭრილობა თავის არეში, ნაჯახით აქვს მიყენებული. მათივე თქმით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი, ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

„ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს და ამ ბიჭს, რომელიც დაჭრილია უნახია და უცებ გამოვარდა, მაგას რომ არ ენახა ყველა დავიწვებოდით. სახანძრო, პოლიცია, ყველა აქ იყო. ამ ბიჭს არაფერი ისეთი არ უთქვია, რატო დატოვე დენი ჩართულიო. მეორე დღეს მოსულა ამბის საკითხავად, არ ვიცი როგორ მოხდ დეტალურად, იმ კაცს ჩაურტყია ნაჯახი თავში, მეორედ რომ უნდოდა მოქნევა მეზპოელს უნახია და გადაარჩინა, მადლობა უნდა ეთქვა ხანძარი დროულად რომ შენიშნა, ნაჯახი კი არ უნდა ჩაერტყა“- განაცხადა მეზობელმა ნანი გოგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად