ფოთში, 64 მედპერსონალს და შსს-ს 11 წარმომადგენელს COVID-19 არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად შსს-ს კიდევ 51 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

მათი პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

“საბედნიეროდ, შსს-ს 11 თანამშრომელს და 64 მედ-პერსონალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ ფოთი მწვანე ზონაში დარჩება”, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად