ფოთში, 45 წლის კაცი რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, თვითიზოლაციაში იმყოფება

ფოთში, 45 წლამდე მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფება. საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ის თებერვლის დასაწყისში სამხრეთ იტალიაში იმყოფებოდა. მას ვირუსის არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება და თვითიზოლაციის ვადა 12 მარტს ეწურება.

“ფოთში ერთადერთი ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში. ეს არის მეზღვაური, რომელიც სამხრეთ იტალიიდან წამოვიდა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, ხოლო 24 თებერვას შემოვიდა თურქეთის ერთ-ერთ ნავსადგურში და 27 თებერვალს სარფის საზღვარი გადმოკვეთა. ეს ადამიანი არის იზოლირებული ბინაზე, მას აქვს საუკეთესო პირობები, თავისი სანიტარული კვანძებით. ძალიან შეგნებული პიროვნებაა.

დღეში რამდენჯერმე ვურეკავთ. მას არც სიცხე, არც ხველა არ ქონია. რაიმე სახის სიმპტომი რომ გამოვლენილიყო, თავისთავად ცხადია საკარანტინო სივრცეში გადავიყვანდით. 12 რიცხვიდან ის უკვე თავისუფალია და დღეისათვის არის ჯამრთელ მდგომარეობაში. ასე რომ ჩვენ ძაღიან მშვიდად ვართ“– განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად