ფოთში, 43 წლის მამაკაცის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ფოთში, 43 წლის მამაკაცის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი გ.რ. დააკავა. დაკავებისა და ჩხრეკის პროცედურა დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა. ახლობლები აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია თუ რატომ მოხდა გ.რ ს დაკავება და მომხდარ მკვლელობასთან კავშირს გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ფოთში 43 წლის მამაკაცი სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე იპოვეს.აღნიშნულ საქმეზე პირველივე დღეს სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად