ფოთში 32-ვე საარჩევნო უბანი ერთდროულად 7 საათზე გაიხსნა

ფოთში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 32-ვე საარჩევნო უბანი ერთდროულად 7 საათზე გაიხსნა.

ოპოზიციის განცხადებით, მათ მიერ 6 საჩვარია დაწერილი, რადგანაც კენჭისყრის პროცედურა დარღვევებით წარიმართა. საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია კი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს, მისი თქმით ყველა პრცედურა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია ოლქში შემოსული , ეს არის წილისყრასთან დაკავშირებით, რომელიც ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი. დანარჩენ უბანზე წილისყრის გადანაწილბა მშვიდ გარემოში ჩატარდა“_ განაცხადა სალომე როდონაიამ.

ფოთში 41 421 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნების მეორე ტურში მათი რიცხვი 69-ით გაიზარდა. არჩევნების პროცესს ადგილობირივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად