ფოთში, 31 წლის ირაკლი ჯაბუას მერვე დღეა ეძებენ

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 31 დეკემბერს დილით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან ნახეს. 

„გაუჩინარდა 31 იანვარს. ანუ, დილით მიდიოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, დედამ ნახა, არაფერი განსაკუთრებული არ შეუმჩნევია. მერე დაგვირეკეს, რომ მეშვიდე კილომეტრზე იდგა მისი მანქანა და თვითომ არ ჩანდა. ამის შემდეგ დღემდე ვეძებთ“ – განაცხადა ოჯახის ახლობელმა ქრისტი ქაჯაიამ. .

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს და მასში ჩართლია მყვინთავები და სპეც ტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველები ასევე, თბილისიდან, განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად