ფოთში, 24 წლის გოგა თავბერიძეს ოცდამეერთე დღეა ეძებენ

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 4 დეკემბერს დილით გავიდა, დაიბარა სამსახურში მივდივარო და იქ არ მისულა.

იმავე დღეს სათვალთვალო კამერამ რვა მარტის ქუჩაზე დააფიქსირა, სადაც ფეხით გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ კი ის არავის უნახავს. საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

“არაფერი არ ვიცით, ყველა გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, ძალიან გნვიცდით. თავს ის ვერ მოიკლავდა . ზრდილობიანი,წესიერი, პატიოსანი ბავშვი იყო . რა უნდა დამართნოდა? უპრობლემო ბიჭი იყო, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. რაიმე საეჭვო არ შეგვიმჩნევია ბოლო პერიოდში, სულ გაღიმებული და გახარებული გვხვდებოდა. ვერსიაც კი არ გვაქვს, რა შეიძლება მომხდარიყო” – განუცხდა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა იზოლდა ჯიშკარიანმა.

შსს-ს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად