ფოთში, 24 წლის გოგა თავბერიძეს მეხუთე დღეა ეძებენ

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ახალგაზრდა 4 იანვარს დილით სახლიდან გავიდა, დაიბარა სამსახურში მივდივარო და სამსახურში არ გამოცხადებულა. მისივე თქმით, ის ბოლოს, ვიდეო თვალმა რვა მარტის ქუჩაზე დააფიქსირა, სადაც ხიდზე ფეხით გადაადგილდებოდა.მას შემდეგ კი არავის უნახავს.

„24 წლის არის, დილით სამსახურში უნდა მისულიყო და არ მივიდა. მეორე დღეს შევატყობინეთ პოლიციას და ვთანამშრომლობთ მათთან. ვიმედოვნებთ რომ ცოცხალია, მონასტერში ან სადმეა წასული. ბოლოს 8 მარტის ქუჩაზე ნახეს, ხიდზე ფეხით გადაადგილდებოდა“ — განაცხადა ოჯახის ახლობელმა მაცი გვაძაბიამ.

შსს-ს ინფორმაციით , მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად