“8 აგვისტოს რუსებმა შვილი მომიკლეს” – ფოთში, აგვისტოს ომის გმირთა მემორიალთან 81 წლის ქალი მოწყალებას ითხოვს

ფოთში, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, 81 წლის გულნარა ალასანია, მოწყალებას ითხოვს. როგორც ის „აიპრესთან“ ჰყვება 8 აგვისტოს რუსებმა შვილი მოუკლეს. პაიჭაძის ქუჩაზე, ოროთახიან ბინაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, საწოლიც კი არა აქვთ და იატაკზე დაგებულ ლეიბებზე წვანან. მისივე თქმით, სიმსივნით არის დაავადებული, ღამით აუტანელი თავის ტკივილი აწუხებს. აქვს მხედველობის პრობლემა და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ის საზოგადოებისგან შველას ითხოვს.

“8 აგვისტოს რუსებმა შვილი მომიკლეს, მეზღვაური იყო. მეორე შვილს ჯამრთელობის პორობლემა აქვს და მუშაობა არ შეუძლია. საშინელ პირობებში ვცხოვრობთ დედა. ლუკმა-პურის, წამლის ფული არ მაქვს. თავი მტკივა, მაგრად მტკივა, ღამე არ მძინავს. ძილში არ გავიპარომეთქი და არ მძინავს, არ ვარ კარგად. შვილს არ ვეუბნები არაფერს, რომ შეეშინდეს ცუდად გახდება“ – ამბობს 81 წლის გულნარა ალასანია.

როგორც მერიის სოციალურ სამსახურში განაცხადეს, გულნარა ალასანიას სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და სახელმწიფოს ყველა შესაბამისი პროგრამით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად