ფოთში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. მოგვიანებით, საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელად,ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა პანაშვიდი გადაიხადა.

“ჩვენ აქ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. ომში დაღუპული თითოეული ვაჟკაცი- გმირია. მათ არასოდეს დაივიწყებს შთამომავლობა.”- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ოფიციალური მინაცემებით, ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად