ფოთში, 16 სექტემბერს სკოლებში 500-მდე პირველკლასელს ელოდებიან

ფოთში, 16 სექტემბერს სკოლებში 500-მდე პირველკლასელს ელოდებიან. ფოთის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას განცხადებით, მათ მერხებზე სახელმძღვანელოებთან ერთად, პორტაბელური კომპიუტერები დახვდებათ.

მისივე თქმით, ფოთში ყველა საჯარო და კერძო სკოლა, იფრასტუქტურული, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით მზადაა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. ხუთ საჯარო სკლაში (№1, №3, №4, №6, №8) სხვადახვა სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინაეობს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

„ორშაბათს, 16 სექტემბერს ჩვენი ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დაიწყება ახალი 2019-2029 სასწავლო წელი. სკოლები მაქსიმალურ მზადყოფნაში ხვდებიან ახლი სასწავლო წლის დაწყებას. დაახლოებით 500-მდე რეგისტრირებულ პირველკლასელს ველოდებით. განათლებისა, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მათ გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები, ეს ყოველწლიური საჩუქარია პირველკლასელებისთვის.

თითქმის 90%-ზე მეტი სახელმძღვანელოებისა უკვე გადაცემულია სკოლებისათვის. დარჩა რამდენიმე სახელმძღვანელო, რომელიც 16 სექტემბრადე გადაეცემა სკოლებს. 50-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგი თავისი განცხადების საფუძველზზე, გავიდა ჯილდოზე, ეს ვაკანსიები უკვე შევსებულია. ანუ სკოლები, ადამიანური რესურსითა და ინფრასტრასტრუქტურის კუთხით, მზად არიან, იმისთვის, რომ ყველა მოსწავლეს ქონდეს შესაძლებლობა, თავისი ცოდნა მაქსიმალურად გამოამჟღავნოს“,- განაცხადა ფოთის რესურცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად