ფოთში, 11-ვე საჯარო სკოლა 27 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისივე თქმით, კორონავირუსი 8 საჯარო სკოლაში როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს დაუფიქსირდათ. კონტაქტების ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„22 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, 11-ვე საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რაც გამოწვეულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით. ამ ერთი კვირის მანძილზე ყველა კონტაქტების მოძიება მოხდება და შესაბამისად, რამოდენიმე მოსწავლეს აქვს „პისეარ“ ტესტი აღებული, ველოდებით პასუხებს. ამიტომ ამ პერიოდში, ყველა საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 11 საჯარო სკოლიდან 8 საჯარო სკოლაში დაფიქსირებულია კოვიდ ინფექციის შემთხვევა, როგორც მასწავლებლის მხრიდან ასევე, მოსწავლეთა მხრიდან. გარდა ამისა, წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო კერძო სკოლამ, მოგვმართა რესურსცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გასავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით კვლავაც განაგრძობენ მეცადინეობას დასწრებითი ფორმით, ხოლო მე-7 – დან მე -12 კლასებში ორ ნოემბრამდე დისტანციური ფორმატით ისწავლიან“, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად