ფოთის ცხელების ცენტრში, საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული

ერთერთი 7 თვის გოგონაა. სამის ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისთვის. ერთი კი ხვალ გაიგზავნება.

,,ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ოთხივე პაციენტს აღენიშნება ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები. ესენი არიან: 7 თვის გოგონა, 14 წლის ბიჭი და 55 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე 37 ქალი ლანჩხუთიდან. სამი პაციენტის ნიმუში უკვე გავაგზავნეთ კვლევისათვის. მეოთხე კი ცოტა ხნის წინ შემოვიდა კლინიკაში ხვალ დაიტესტება. ოთხივე მათგანი მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში.”- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად