ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დადასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბიოლოგიური მასალა რამდენიმე წუთის წინ, ქობულეთიდან შომოყვანილ ორ პაციენტსაც აუღეს. მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

“ლუგარის ლაბორატორიიდან 5 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ესენი არიან ორი ოზურგეთიდან, ორი ქობულეთიდან და ერთი ადგილობრივი. ახლა აღებულ იქნა კიდევ ორ პაციენტზე ბიოლოგიური მასალა და ლაბორატორიაში დილით გაიგზავნება. ორივე არის ასაკოვნები 82 და 86 წლის მამკაცები პნევმონიით.

მოგზაურობოს ისტორია და ინფიცირებულთან კონტაქტი არა აქვთ, მაგრამ, გამომდინარე, იქიდან რომ ასაკოვნები არიან და აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები, ამიტომ ჩავთვალეთ სჭიროდ აგვეღო ნიმუშები“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

ბოლო მონაცემებით, ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმში 25, ხოლო კარანტინში 9 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად