ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მათ შორის 7 თვის გოგონას, რომელსაც რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ბოქსირებულ პალატებში ამჯერად ორი პაციენტია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გაიგზავნა.

„სამ პაციენტს ფოთიდან კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გაეწერნენ. ესენი არიან: 7 თვის გოგონა, 14 წლის ბიჭი და 55 წლის მამაკაცი. ამჯერად კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი — 47 წლის ქალი ლანჩხუთიდან და 11თვის გოგონა ფოთიდან. ესენი დილით დაიტესტნენ და ველოდებით პასუხს“ – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად