ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ 6 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ 6 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 7 ახალი პაციენტი იმყოფება. აქედან 5 დილით დაიტესტა, დანარჩენების ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში, ხვალ გაიგზავნება.

„ლაბორატორიიდან 6 პაციენტის უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დილით დაიტესტა კიდევ 5 პაციენტი — 87, 75 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 33 წლის ქალი, ერთი წლის ბიჭი, წლის და 11 თვის ბიჭი ფოთიდან. მოგვიანებით მივიღეთ ორი პაციენტი- 27 წლის კაცი ფოთიდან და 10 წლის გოგონა ჭალადიდიდან. ესენი დილით დაიტესტებიან“ –განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად