ფოთის ცხელების კლინიკაში, COVID-19-ზე 6 პაციენტი გამოიკვლიეს

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ბოქსირებულ პალატებში სულ 8 პაციენტია მოთავსებული, აქედან 6 დილით დაიტესტა, დანარჩნების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება. რაც შეეხება გუშინდელ პაციენტებს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„კლინიკაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 6 დილით დაიტესტა. ესენი არიან: 60 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 43 წლის კაცი ოზურგეთი, 35, 45, 57 წლის მამაკაცები და 9 თვის გოგონა ფოთიდან. საღამოს დაგვემატა 87 წლის კაცი ლანჩხუთიდან, ასევე წლის და 11 თვის ბიჭუნა ფოთიდან. ყველას ხცელება აღენიშნება.მათი ბილოგიური მასალა ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება“_განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად