ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდა დაკავებული მაღალჩინოსნების ზუგდიდში გადაყვანა მიმდინარეობს

ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ფინანსთა პოლიციის მიერ დაკავებული პირების ეტაპირება მიმდინარეობს. ირაკლი კაკულია, ნიკოლოზ გრიგოლია, ლევან ჩოჩია და ზურაბ ყურუა ხვალ, 17:00 საათამდე ზუგდიდის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზუგდიდის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნები“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ყოფილი მერი ირაკლი კაკულია, ორ მოქმედ და ერთ ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად დააკავეს. მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად