ფოთის თეატრში, ახალი თეატრალური სეზონი მუსიკალურ-იუმორისტული სპექტაკლით გაიხსნა

ფოთის თეატრში, ახალი თეატრალური სეზონი მუსიკალურ-იუმორისტული სპექტაკლით გაიხსნა.

„ერთხელ საქართველოში“ ასე ჰქვია წარმოგენას,რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის მოწვევით, თეატრალური პრემია „დურუჯის“ ორგზის გამარჯვებულმა რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა. საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.

„ერთხელ საქართველოში“ ცნობილი ქართული ზღაპრის „რწყილი და ჭიანჭველას“ მოტივებზე, ახლებური აქცენტითა და განსხვავებული ფორმატითაა შექმნილი. სიუჟეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვითარდება და საქართველოს ყველლა კუთხე ტრაიციული ქართული ცეკვითა და სიმღერით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მსახიობები სიმღერებს ცოცხლად მღერიან. საცეკვაო ნომრებს კი, ადგილობრივი ქორეგრაფიული ანსამბლების „ფაზისისა“ და „როკვას“ სოლისტები ასრულებენ.

სპექტაკლში ფოთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ ქართული თეატრის, კინოს და სერიალების ვარსკვლავები: ლაურა რეხვიაშვილი, ვანო იანტბელიძე, ზურაბ ანთელავა, რამაზ იოსელიანი, ლექსო ჩემია, ჯანო იზორია და გია სურმავა. ასევე სპექტაკლში როლებს ასრულებენ: ნინო პაჭკორია, მარიკა ბუკია, , ნინო გოშაძე, თამუნა ჭუბაბრია, გუჯა ქარაია, გენადი შონია, ნოდარ ბჟალავა, ანი ანდღულაძე, სანდრო გუჯაბიძე, შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, აკაკი ნადარაია, მარტინ ღამბარაშვილი, ფატიმა აბრახამია.

,,სპექტაკლი არის ჩვენც ცხოვრებაზე, სტუმართმოყვარეობაზე. ოღონდ ეს არის იუმორით გადმოცემული. სპექტაკლი დადგა ნიკოლოზ საბაშვილმა, რომელიც არის ჩემი მოწაფე. მეამაყებიან, რომ ფოთის არტისტები არიან ყველაზე კარგი არტისტები საქართველოში. მადლობას ვუხდი ჩემს ვარსკვლავ მეგობრებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ სპექტაკლში”- განაცხადა სამხატვრო ხელძღვანელმა რამაზ იოსელიანმა.

საპრემიერო ჩვენება 27 სექტემბერს თბილისში, გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. 28 სექტემბერს კი ფოთის თეატრის დასი საპრემიერო ჩვენებას გორის ერისთავის თეატრის დიდ სცენაზე გამართავს, ხოლო 29 სექტემბერს ფოთის თეატრი სპექტაკლით „ერთხელ საქართველოში“ ახალციხეში, ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად