ფოთის თეატრმა თეატრალურ პრემია “დურუჯზე” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2019 წლის თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ ორ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა: საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა:

„მარინა რევია “ – ავტორი ალექსი ჩიღვინაძე.

რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე. სცენოგრაფია – ანანო დოლიძე.

საუკეთესო ქალი მსახიობი: ენდი ძიძავა – „მარინა რევია“

ავტორი – ალექსი ჩიღვინაძე. რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე.

2019 წლის საკონკურსო ეტაპზე მონაწილეობა 35-მა კონკურსანტმა მიიღო, როგორც თბილისის თეატრებიდან, ასევე რეგიონებიდან.​

გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ:

ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“ – „ჰეკაბე“ (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი).

ნომინაციაში საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – „ახალი ხედვა“

ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფია გამარჯვებული გახდა: „ალტონელი განდეგილები“ (სცენოგრაფი თეო კუხიანიძე, თავისუფალი თეატრი).

ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა გამარჯვებული გახდა: „ღვთაებრივი კომედია“ (მუსიკის ავტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია, მოძრაობის თეატრი).

ნომინაციაში საუკეთესო კაცი მსახიობი გამარჯვებული გახდა:​ ბიჭკა ჭეიშვილი („ბალიშის კაცუნა“).

ნომინაცია საუკეთესო დებიუტი გამარჯვებული გახდა: „ბალიშის კაცუნა“ (რეჟისორი გეგა გაგნიძე, დ. ალექსიძის სახელობის თეატრ ). „დურუჯი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც უკვე, მე-11 წელია, იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად