ფოთის საქალაქო სასამართლომ, ტაიკვანდოს მწვრთნელებს 4-4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ფოთის საქალაქო სასამართლომ, ტაიკვანდოს მწვრთნელებს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო- 4-4 ათასი ლარი შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ თემურ სიხრულიძემ განაცხადა, კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ დაკავებულები ამ ეტაპზე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

,,მიმაჩნია, რომ უფრო სამართლიანი იქნება გირაოს შეფარდება. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, არიან სპორტსმენები, ადრე არ არიან ნასამართლევი. კარგად უნდა გაირკვეს ვინ რა ჩაიდინა. ამ ეტაპზე არ იძლევა საშუალებას კანონი რომ თქვენ დაუყონებლივ გათავისუფლდეთ დარბაზიდან. კიდევ უნდა გაირკვეს და დადგინდეს ვინ რა ჩაიდინა. ჯერ ამის განჭვრეტა შეუძლებელია”- განაცხადა მოსამართლე, თემურ სიხარულიძემ.

შეგახსენებთ , 16 ივნისს ტაიკვანდოს ღია ჩემიონატზე, ტაიკვონდოს ფედერაციის წევრების ნაწილმა, ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა, რასაც სპორტსმენებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი _ თეიმურაზ კვირაია, იოსებ ოსიძე და მამუკა გეგეშიძე დააკავეს. მათ ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმოს და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად