ფოთის საფეხბუთო კლუბის დირექტორმა ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა

ამ პოსტს დროებით გუნდის უფროსი მწვრთნელი სოსო ფილია შეითავსებს. ყოფილ დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ნიკო ჯაში კლუბის დირექტრად, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში დაინიშნა. მისი გადაყენების მოთოვნით გუნდის გუშამატკივრები რამდენჯერმე შეიკრიბნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაში აცხადებდა, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს არ აწყობს მისი აქ ყოფნა და ყველაფერს აკეთებენ, რომ აიძულონ დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

,,კოლხეთი 1913″- ის მედია ოფიცერის, გია ეჯიბიას განმარტებით, ჯაშმა დირექტორის მოვალეობას სათანადოდ ვერ გაართვა თავი, რამაც გუნდის ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.

„როდესაც ნახეს, რომ თანხა ვერ მოიზიდა დირექტორმა, რაც მისი უპირველესი მოვალეობაა, გაჩნდა ძალიან დიდი უკმაყოფილება. ერთ-ერთ მშობელს ფიზიკურად დაუპირისპირდა. უთანხმოება ჰქონდა სოსო ფილიასთან. ალბათ, გამომდინარე იქიდან, როდესაც ვერავინ ვერ გიგებს და ვერავის ვერ უგებ, მივიდა დასკვნამდე, გუნდი დაეტოვებინა. ქალაქის მერთან შეთანხმებით, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა“_ განაცხადა საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913″- ის მედია ოფიცერმა, გია ეჯიბიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...