ფოთის საფეხბურთო კლუბ “კოლხეთს” რუსი სპეციალისტი, კონსტანტინ გალკინი გაწვრთნის

ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი-1913“-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მომდევნო წლის განმავლობაში, 56 წლის რუსი სპეციალისტი, კონსტანტინ გალკინი იმუშავებს.

კონსტანტინ გალკინი რუსეთში წლების მანძილზე რამდენიმე გუნდს ავარჯიშებდა, მათ შორის, "ჩელიაბინსკს", ორენბურგის "გაზოვიკს", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" და ბოლოს დროს ამავე ქალაქის "ოლიმპიეცს".

„კოლხეთი- 1913“-ს 2015 წლიდან გელა სნაია წვრთნიდა, მან გუნდი კონტრაქტის დასრულებამდე საკუთარი სურვილით ზაფხულში დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...