ფოთის საფეხბურთო გუნდი “კოლხეთი 1913” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ დატოვა

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა განუცხადა. რ

.ოგორც ის ამბობს, ფილიას გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ამის შესახებ მას, არავისთვის უცნობებია.

“ჩვენდა სამწუხაროდ და მოულოდნელად დატოვა სოსო ფილიამ თანამდებობა. ამ დრომდე არ ვიცი რატომ წავიდა. მან რაც მოითხოვა პირადად მე შევძელი და მოვაგვარე. ეს იყო გუნდის შეკრება, გავაკეთე ის, რომ კლუბს ნორმალურად ევარჯიშა ჩემპიონატის დაწყებამდე, მაგრამ მან ყველას გასაკვირად უარი განაცხადა ,,კოლხეთი 1913“-ის მთავარ მწვრთნელობაზე. სავარაუდოდ მიზეზი ის არის , რომ სპორტულ-ტექნიკურმა კომისიამ გუნდს ექვსი ქულა დააკლო,“- განაცხადა ზაზა ინაშვილმა . სოსო ფილიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს . ცნობისათვის, სოსო ფილია ფოთის საფხბურთო გუნდ ,,კოლხეთი 1913“-ის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა. დროებით ამ პოსტზე მისი ასისტენტი გიორგი კრასოვსკი იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...