ფოთის სამკერვალო ქარხანაში საერთაშორისო ბრენდის ტანსაცმელი შეიკერება

თურქული კომპანია Pelin Global-ი ფოთში ქარხანას აშენებს, რომელმაც შესაძლოა საერთაშორისო ბრენდებისთვის: MAVI jeans, Levis, Celio, Marks&Spencer ტანსაცმელი შეკეროს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "აიპრესი" ქარხნის დირექტორს, ანჟელა ჭანტურიას დაუკავშირდა

კომპანია Pelin Global-ის დირექტორის თქმით, ქარხნის დამფუძნებელი კომპანია უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს, თუმცა იქნება თუ არა ქარხანაში ქართული ბრენდის ტანსაცმელი, ამაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენი დამფუძნებელი თურქული კომპანია ევროპის 5 მსხვილ ქვეყანასთან მუშაობს. ამ ქსელში 100-ზე მეტი სამრეწველო ფაბრიკა არის გაერთიანებული. მუშაობენ MAVI jeans, Levis, Celio, Marks&Spencer, ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე ამ ეტაპზე ეს შემიძლია გითხრათ, თუმცა დაკონკრეტებული, რომელ ბრენდზე, ერთზე იქნება საუბარი თუ რამდენიმეზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს.

ჯერ ყველაფერი საწყის ეტაპზეა. პირველ რიგში ტექნოლოგიური მხარის გამართვა არის მთავარი, გაზაფხულიდან შემდგომი სამუშაოები დაიწყება.

ქართულ ბრენდებზე ორიენტირება საწყის ეტაპზე მოლაპარაკებაში არ ყოფილა, თუ შემდგომში იქნა, გამორიცხულიც არა არის, მაგრამ ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს.

კომერციულ ხარჯს რაც შეეხება, ეს უნდა დაზუსტდეს პარტნიორი მხარეების მიერ. ერთი მხარე არის თურქეთის, ხოლო მეორე-ქართული კომპანიაა.

კომერციასთან დაკავშირებული საკითხები შემდგომი მოლაპარაკების სფეროა. პირველ რიგში, ქარხნის მშენებლობა და კადრების მომზადების საკითხია დღის წესრიგში და შემდეგში რა იქნება, დეტალურად გაზაფხულიდან გვეცოდინება."- განაცხადა ანჟელა ჭანტურიამ.

ქარხნისთვის კადრების გადამზადება მიმდინარეობს, თურქეთიდან ჩამოსულია მასწავლებელი, რომლიც ქალბატონებს კერვას ასწავლის.

"კადრების გადამზადება დაწყებულია. კომპანია რომელიც საქართველოში ამ საქმიანობას განახორციელებს სექტემბერში იურიდიულად გაიხსნა და ჩამოყალიბდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული იურიდიული პირი არის, რომლსაც პარტნიორად ჰყავს ქართული მხარე და თურქული მხარე.

შესაბამისად სექტემბერშივე გამოცხადდა საინფორმაციო საშუალებებით, მაგთიკომის ესემეს სერვისით ვაკანსია პირველ ეტაპზე ქალბატონებისთვის, მკერავის პოზიციაზე, შესწავლის მიზნით და უკვე ოქტომბრის თვიდან პარალელურ რეჟიმში სამშენებლო პროექტი და სწავლების პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს.

სამი ჯგუფი დაახლოებით 2 კვირაში დაასრულებს გადამზადების პროცესს და სამიც უკვე გადამზადებული გვყავს, რომლებსაც უკვე შეასწავლეს თანამედროვე სამკერვალო მანქანებზე მუშაობა და აუხსნეს მათი ფუნქიონირება.

ესენი არიან თითქმის უკვე სრულყოფილად მომზადებული კადრები, პირველი ეტაპისთვის ყოველშემთხვევაში დამაკმაყოფილებელია მათი კვალიფიკაცია. შემდგომში რა თქმა უნდა უკვე მუშაობის პროცესში თავისთავად განახლებული სწავლებაც დაიწყება. ახალი კადრებიც გვეყოლება და ძველი კადრბი უფრო მეტ კვალიფიკაციას მიიღებენ.

ტრენინის ჩასატარებლად თურქეთიდან მასწავლებლები გვყავს მოწვეული, რომლებიც ადგილზე ასრულებენ სწავლების პროცესს."- განაცხადა Pelin Global-ის დირექტორმა, ანჟელა ჭანტურიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...