ფოთის საკრებულოში ოთარ ხარჩილავას ძმა ჩაანაცვლებს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ოთარ ხარჩილავას, საკრებულოდან წასვლის შემდეგ, სამაგიდო აბრაზე, სადაც დეპუტატების სახელი და გვარია აღნიშნული, მხოლოდ სახელი შეიცვლება, რადგან პარტიული სიის მიხედვით ოთარ ხარჩილავას უმცროსი ძმა, თორნიკე ხარჩილავა შეცვლის.

ოთარ ხარჩილავამ პოლიტიკიდან დროებით წასვლის გადაწყვეტილება აგვისტოს შუა რიცხვებში მიიღო, ის ფოთის საფეხბურთო გუნდის „კოლხეთი-1913“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად და პიარ-მენეჯერად დაინიშნა.

„აიპრესი“ თორნიკე ხარჩილავას დაუკავშირდა, როგორც მან განაცხადა, უფროსი ძმის მსგავსად ისიც აქტიური დეპუტატის იმიჯის შექმნას გეგმავს:

„ვაპირებ ძალიან აქტიური ვიყო, მაგრამ სამომავლო გეგმებზე საკრებულოში შესვლის შემდეგ ვისაუბრებ. ველოდები საკრებულოდან როდის დამიკავშირდებიან“.

საკრებულოს აპარატში აცხადებენ, რომ გეგმიური სხდომა 27 სექტემბერს არის ჩანიშნული, სადაც ოთარ ხარჩილავას თორნიკე ხარჩილავად ჩანაცვლებას ცნობად მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...