ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი მერი ირაკლი კაკულია გახდა

ფოთის ახლადარჩეულ საკრებულოს ხმათა უმრავლესობით, ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია უხელმძღვანელებს, თავმჯომარის მოადგილედ, ასევე ფოთის ყოფილი მერი აკაკი დარჯანია იქნა აირჩეული.

სხდომაზე ფარული კენჭისყრის დაწყებამდე, მაია ჩხარტიშვილმა უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდა არ დაემორჩილონ მმართველი გუნდის დირექტივებს და ქალაქის საკეთილდღეოდ გააკეთონ არჩევანი.

კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღეს „შენების მოძრაობისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

„ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები, ეს მთლიანად იყო მარაზმი, ხელის გადაწევის პრინციპი,მსგავსი რამ არცერთი ხელისუფლების დროს არ მახსოვს,ამიტომ კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მივიღებთ მონაწილეობას“- განაცხადა „ნაციონალების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ახლადარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს, კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის თითოეული მათგანის საკრებულოს თავმჯდომარე იქნება.

საკრებულოს მუდმივი კომისიების თამჯდომარეების არჩევისა და ფრაქციების დაფუძნების შესახებ საკითხები, მომდევნო სხდომისთვის გადაიდო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს განმარტებით, საკრებულოს წევრებთან, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად