ფოთის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომრე გადააყენეს

ფოთის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომრე თორნიკე შონია გადააყენეს.

ამ საკითხს ფარულ კენჭისყრაში 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ხუთმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, თორნიკე შონიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უმრავლესობას ეს გადააწყვეტილება მიეღო.

„ საკრებულოში, ზოგადად ცვლილებებს ვგეგმავთ. მიმართული არის ყველაფერი იქითკენ, რომ მუშაობის ხარისხი გავაუმჯობესოთ. კონკურენცია, განსხვავებული აზრი მისაღებია, ჩვენ ამას ყველა გაგებით ვეკიდებით, თუმცა კოლეგიალობის, გუნდურობის პრინციპიც ჩვენი აზრით ძალიან ნიშვნელოვანია, რომ საქმიანობა საკრეულოსი იყოს ეფექტური. შესაბამისად ვთლი, რომ ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. მან ჩემი გადმოსახედიდან, შესაძლებელია გქონდეს შენი აზრი, მაგრამ შენს პირად სურვილებს, ამბიციებს არ უნდა მისცე საშუალება, რომ საქმიანობა შეაფერხოს. მე დეტალურად აღარ განვიხილავ ამ საკითხს, თუნდაც პირადი ურთიერთობების გამო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ გავაუმჯობესოთ სამუშაო პროცესი. კიდევ იქნება საკრებულოში ცვლილებები და მომავალში ვფიქრობ გამოჩნდება ჩვენი გადაწყვეტილებების მართბულობა“_ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თორნიკე შონია დაისაჯა, რადგან მან „გაბედა“ და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარი კანდიდატურა დააყენა.
„თორნიკე შონიას გადაყენების მიზეზი ის არის რომ , საკრებულოს თავჯდომარის არჩევნებზე მან „გაბედა“ თავისი კანდიდატურის წამოყენება. მე არცერთ კანდიდატს არ ვუჭერდი მხარს, მაგრამ მხოლოდ ის, რომ მორჩილი არ იყო თორნიკე შონია, ამისთვის დაისაჯა „ქართული ოცნების“, რაც კატაასტროფაა. ახალგაზრდა ასე გადააყენეს, მხოლოდ იმისთვის, რომ მან სურვილი გამოთქვა. ეს არის საკრებულოს წევრების და ზოგადად ქალაქის შეურაცხყოფა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩვენც ოგივე თამაშში ჩაგვითრიოს,მაგრამ, ნურას უკაცრავად. ეს არის დასასრული „ქართული ოცნების“. იმედია ამას მოქალაქეები და ჩვენი საზოგადოება გაანალიზებს, თუ როგორ თამაშობენ, რა წესებით და არჩევნებში საკდრის პასუხს გასცემს „ქართულ ოცნებს“_ განაცხადა „შენების მოძრაობის“ წევრმა მაია ჩხარტიშვილმა.
თავად, თორნიკე შონია, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მულოდნელი იყო და ის ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.
„თუ რატომ გადამაყენეს, ამას უფრო ისინი ახსნიან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიღეს. მაგრამ,სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. „ქართული ოცნების“ ფრაქციას რა თქმა უნდა დავტოვებ და ვაპირებ დამოუკიდებლად დარჩენას, ჩემი უბნის დამოიკიდებელი მაჟორიტარი ვიქნები, ჩემი ხალხის გვერდით ვიქნები, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოსახლეობაში უფრო ბევრი კარგი საქმე გაკეთდეს“_ განაცხადა თორნიკე შონიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად