ფოთის საკრებულოს სხდომაზე, “ნაცმოძრაობის” წევრმა გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა

ფოთში, „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია საკრებულოს სხდომაზე პლაკატით მივიდა, რომელზეც „გახარია წადი“ „შეწყვიტე რეპრესიები“ ეწერა. ცხვიტარია მესამე სხდომაა, პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს. მისმა გამოსვლამ მმართველი გუნდის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

~მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. როგორც ცხვიტარიამ განცხადა, მანამ სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იგი საკრებულოს ყველა სხდომაზე ტრანსფარანტით ხელში მივა.

“ხელისუფლება უნდა გადადგეს. ისინი აკონტროლებენ ყველაფერს, ინტერნეტ სივრცესაც კი. ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთონ, განიხილავენ უაზრო საკითხებს. ისინი იმართებიან ერთი ადამიანის მიერ. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს,”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, მმართველი გუნდი აკეთებს საქმეს და აბსურდულ ბრალდებები არ აინტერესებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად