ფოთის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთი წევრი სააკაშვილის დაჭერის კადრის ჩვენებისას ცუდად გახდა

დღეს ფოთის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის"ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გულის არითმიით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც მოგვიანებით დარეჯან ცხვიტარიამ „აიპრესთან“ განაცხადა, კიევში განვითარებულმა მოვლენებმა მის ჯამრთელობაზე ცუდად იმოქმედა:

"ტელევიზორში დავინახე მიხეილ სააკაშვილის აყვანის კადრები და ძალიან განვიცადე. მას ხალხი გვერდით დაუდგა ძალიან უსაზღვრო პროცენტით. უკრაინაში იმდენად მობეზრებული აქვთ ოლიგარქიული მმართველობა, რომ არაფერზე უკან არ იხევენ და კიდევ ერთხელ დავინახეთ ხალხის ძალას რა შეუძლია. ადამიანი რომელიც დაპატიმრებული ეჯდათ მიკროავტობუსში, მხარდამჭერებემა იქიდან გამოიყვანეს და მაედანზე მიტინგი ჩაატარეს.

რაც იქ მოხდა ჩვენი და უკრაინის ხელისუფლების ერთობლივი შეთანხმება იყო. ჩამობრძანებული გახლდათ მათი ოლიგარქი საქართველოში, შეხვდა ავადსახსენებელ ჩვენს ოლიგარქს და მოილაპარაკეს მიხეილ სააკაშვილის დაჭერა, მგრამ არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ", – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს, თუმცა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიციელების მიერ მიკროავტობუსში იყო მოთავსებული, მომხრეებმა გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, დღეს დილიდან სააკაშვილის ბინასთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. თავად სააკაშვილი კორპუსის სახურავზე ავიდა და იქ შეკრებილ მომხრეებს მიმართა, რის შემდეგაც დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად