ფოთის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.

ფოთის 15-ივე საბავშვო ბაღში სასურსათო პაკეტები დარიგდა. 1904 აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი მათ ოჯახებზე გაიცა.
სურსათის დარიგებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები დაესწრნენ.
დარჩენილი პროდუქტები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაუნაწილდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად