ფოთის პორტთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ჰონგ-კონგის დროშით მცურავი გემი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე ჰონკონგის დროშით მცურავი, მშრალტვირთმზიდი გემი „PACIFIC VICTOR“ დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქმისწარმოება ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა-2 მუხლის მე-7 ნაწილით).

"გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1870 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა",-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...