ფოთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი 45 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფოთის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 45 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და თავისუფალია.

როგორც პოლიციელის უფლებადამცველი იოსებ ჯანაშია აცხადებს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ცნობისთვის, ფოთის პოლიციის თანამშომელი 2018 წლის 23 ივლისს ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტს შეესწრო, რა დროსაც მოქალაქემ მას ფიზიკური შეურაცხყობა მიაყენა და ის პოლიციის მიერ გასროლილმა ტყიამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333 – მუხლის მესამე ნაწილით, შემდეგ კი 116 მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...