ფოთის ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი, 71 წლის ქალი, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი 71 წლის ნ. ღ. დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა.
დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურის თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.

ბრალდებული 14 ივლის ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც იგი ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...