ფოთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ფოთში ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია :საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და სათამაშო საბავშვო მოედნების მშენებლობა,არსებული შადრევინის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობა,საჩრდილობელი ჯიხურისა და ველოსიპედის სადგომის მოწყობა, ატრაქციონების მონტაჟი, საგამოფენო ზონის კეთილმოწყობა,ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება.
პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის
სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.
პარკის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად